ნატოს ვილნიუსის სამიტსა და საქართველოს პერსპექტივას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები განსხვავებულად აფასებენ.
საქართველოსთან დაკავშირებით პესიმისტური მოლოდინი აქვს ოპოზიციის ნაწილს, რაშიც ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ნატოს ანგარიშებსა და ოფიციალურ განცხადებებში დადასტურებულია, რომ საქართველო თავსებადია ორგანიზაციის მოთხოვნებთან და საქართველოს ალიანსში გაწევრიანება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.