ბრიუსელში ნატოს ორდღიანი სამიტი დაიწყო.
დღეიდან ბელგიის დედაქალაქში მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს იწყებს საქართველოს პრეზიდენტი. რა ჩაიწერება სამიტის საბოლოო დეკლარაციაში ხვალ გახდება ცნობილი. ხვალვე ნატოს სამიტზე შედგება პირველი სამმხრივი შეხვედრა, – საქართველო-უკრაინა-ნატო, – რომლის მთავარი თემები უსაფრთხოება და თავდაცვა იქნება.
ქართული დელეგაციის წევრებს მოლოდინი აქვთ, რომ ნატოს მიმდინარე სამიტი ქვეყნისთვის წარმატებული იქნება.
ქეთი ქარდავა გვეტყვის კონკრეტულად რას ელოდება ქართული მხარე და როგორია ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერების პოზიციები.