ნატოს სამიტი

როგორ აისახება საქართველოს პროგრესი ნატო-ს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში. საკითხზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები ხვალ და ზეგ  ბელგიის დედაქალაქში, სამიტზე იმსჯელებენ.

ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ნატო საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. ნატო-ს სამიტის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებს ალიანსის ლიდერები ხუთშაბათს შეხვდებიან.

მანამდე კი უკვე ცნობილია – კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ბრიუსელში ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. განცხადება ამის შესახებ ცოტახნის წინ იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

ალიანსში საქართველოს სწრაფი გაწევრიანების აუცილებლობაზე საუბრობს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტიც.

ნატო-ს პირველ პირებთან ექსკლუზიური ინტერვიუ ქეთი ქარდავამ ჩაწერა.