ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი

რა კონკრეტული ნაბიჯებით გეგმავს უკრაინის და პარტნიორი ქვეყნების გაძლიერებას ნატო.

იენს სტოლტენბერგის მორიგი მხარდამჭერი გზავნილები და აქცენტი საქართველოზე. ჩვენ გავაკეთებთ უფრო მეტს ალიანსის პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველები არიან რუსეთისგან მომდინარე საფრთხისა და შეჭრისგან. მათ შორისა საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა. სტოლტენბერგის თქმით, საქართველო არის პარტნიორი, რომელიც მნიშვნელოვანია ნატოსთვის. ეს განცხადებები ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის გახსნამდე ერთ დღით ადრე კეთდება. აღსანიშანვია, რომ ხვალ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც.