საქართველოს და უკრაინის გამო რუსეთი დღეს ლონდონიდან გააკრიტიკეს.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია დასრულებულია. გამომსვლელთა განცხადებების ნაწილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და რუსეთის აგრესიულ ქმედებებს დაეთმო. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ასამბლეის პრეზიდენტის მიმართვა. მედლინ მუნიმ, რომელიც ერთი თვის წინ საქართველოს სტუმრობდა, საერთაშორისო ტრიბუნიდან რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ისაუბრა და მოსკოვი საქართველოს არალეგალურად დაყოფის მცდელობაში დაადანაშაულა. მუნისგან ლონდონში მიმდინარე ასამბლეის მონაწილეებმა მავთულხლართების მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის ისტორიაც მოისმინეს.
ნატო-ს წევრი ქვეყნების დეპუტატებმა ორგანიზაციას პირდაპირ მოუწოდეს, რომ რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ აღმოსავლელი პარტნიორების მხარდაჭერა გააძლიეროს. იანს სტოლტენბერგს დღეს პირდაპირ ჰკითხეს, როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი.