ბრიუსელის ახალი გეგმა საფრთხეების გასანეიტრალებლად.
ნატოს თავდაცვის მინისტერიალი დაიწყო. პირველ დღეს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ევროატლანტიკური სივრცის თავდაცვის ახალ გეგმაზე შეთანხმდნენ, რაც გულისხმობს ახალი სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებას და შეიარაღებაში ხელოვნური ინტელექტის ჩართვას. სწორედ ამ გეგმით უნდა უპასუხოს ალიანსმა სხვადასხვა ფრონტიდან მოსალოდნელ საფრთხეებს. ძირითადი ფოკუსი, ბუნებრივია რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზეა. მინისტერიალის დროს არაერთხელ ახსენეს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა და უსაფრთხოება.