საქართველო ახსენეს ბრიუსელში.
ნატოს საგარეო მინისტერიალის მიმართ ინტერესი გაორმაგებულია, რადგან ის ალიანსის წლევანდელი სამიტის მოსამზადებელი შეხვედრაა. მინისტერიალს ესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. მთავარ გამოწვევად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს ასახელებს. ამ კონტექსტში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების პირველმა დიპლომატებმა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მაგალითები მოიყვანეს და ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულების დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოახდინეს. გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები. წევრი და პარტნიორი ქვეყნების დახმარებით ნატოს გაძლიერება წლევანდელი მინისტერიალის მთავარი მიმართულებაა.