ახალი მოწოდებები და რეკომენდაციები ნატოდან.
ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი 2024 წელს „საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანს“ უწოდებს. ორგანიზაცია ქვეყნისგან ევროკომისიის ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულებას ელოდება. გზავნილია რეფორმების გაგრძელება, განსაკუთრებული აქცენტი სასამართლო რეფორმაზე, დეპოლარიზაციაზე და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე კეთდება. გადაწყვეტილია, რომ საქართველო ნატოს საიუბილეო ვაშინგტონის სამიტზე წარმოდგენილი იქნება.
გაუარესებული უსაფრთხოების და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების როდის უნდა ელოდოს საქართველო წევრობაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისგან უფრო ქმედით ნაბიჯებს და დააჩქარებს თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ნატოში გაწევრიანების პროცესს – ხელისუფლების პირველ პირებთან და პოლიტიკურ სპექტრთან შეხვედრების შემდეგ ხავიერ კოლომინას შემაჯამებელი განცხადებები ანა ბროლაძემ მოისმინა.