საქართველო ნატოს ყევლაზე ახლო მოკავშირეა და ის აუცილებლად გახდება ალიანსის სრულფასოვანი წევრი, – ამის შესახებ თბილისში ვიზიტად მყოფმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საქართველოში უნდა გაგრძელდეს შიდა რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. სტოლტენბერგი თბილისში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება. მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა.