ნატო ვაჩნაძე - 120

გურჯაანში ნატო ვაჩნაძის 120 წლის იუბილის აღსანიშნავად ემზადებიან. შემოქმედებით საღამოს ტრადიციულად მსახიობის სახლ-მუზეუმი უმასპინძლებს. წელს პირველად, სახალხო არტისტის სახელობის პრიზები გაიცემა. შიხმანის ფოტოატელიეს ვიტრინით დაწყებული წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობა და პირველივე ფილმით მოპოვებული პოპულარობა – ხვალ კიდევ ერთხელ გაიხსენებენ მსახიობს, რომელსაც საქართველოს ფარგლებს გარეთაც იღებდნენ.

პირველი ქართველი კინოვარსკვლავი ცნობილმა რეჟისორმა ამო ბეკ ნაზაროვმა აღმოაჩინა. პირველი როლი ფილმში „არსენა ყაჩაღი“ ითამაშა, შემდეგ იყო არაერთი დასამახსოვრებელი როლი, როგორც ქართულ, ისე გერმანულ უკრაინულ და რუსულ ფილმებში. ნატო ვაჩნაძის სახელობითი ვარსკვლავი თბილისში 2005 წელს გაიხსნა.