ნატო საქართველოსთვის ფინანსურ კონტრიბუციას გაიღებს

საქართველოს თავდაცვით აღმშენებლობაში დახმარების მიზნით, ნატო საქართველოსთვის ფინანსურ კონტრიბუციას გაიღებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული შეთანხმება  დღეს, თავდაცვის მინისტრმა  და თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ   გააფორმეს.  დახმარება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისთვის   მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ლევან იზორიამ ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, განსაკუთრებით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი გააცნო.