ნატო-საქართველოს ფორუმი

21:05, 30.04.2018

ნატო-ს და აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები საქართველოში არიან.

ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნატო-ში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივას დღეს ერთად განიხილავდნენ.

ფორუმზე ოფიციალურმა თბილისმა უეს მიტჩელისგან მკაფიო გზავნილები მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საქართველოსთან ერთად ევროპის და ამერიკის ინტერესებშია.

გამოსვლის დროს ამერიკელი მაღალჩინოსნის ტონი მოსკოვის მიმართ განსაკუთრებით მწვავე იყო. გაისმა გამაფრთხილებელი განცხადებებიც.

მსგავსი