მიხეილ ჯანელიძე - ნატო-ს ფორუმის მიზანი სრულ თანხვედრაშია საქართველოს პრემიერის ინიციატივასთან საზოგადოებასთან მეტი დიალოგის თაობაზე
მიხეილ ჯანელიძე - ნატო-ს ფორუმის მიზანი სრულ თანხვედრაშია საქართველოს პრემიერის ინიციატივასთან საზოგადოებასთან მეტი დიალოგის თაობაზე

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მიზანი სრულ თანხვედრაშია ქვეყნის მთავრობის, პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივასთან და მიდგომასთან მეტი ჩართულობისა და მეტი დიალოგის შესახებ, რომელიც საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას ემსახურება.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მიმდინარე წელი გამოცხადებულია დიალოგისა და ჩართულობის წლად, რაც თავის თავში გულისხმობს საზოგადოებასთან გახსნილ დიალოგს, უფრო მეტ კომუნიკაციას იმ პრიორიტეტების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია და იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას აქვს.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენს საზოგადოებაში მაღალია ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერთა რიცხვი, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ეს მხარდაჭერა იყოს ინფორმირებული, კარგად გაცნობიერებული მხარდაჭერა. შესაბამისად, ჩვენ საზოგადოებას მივაწოდოთ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, იმ სარგებლის, იმ შედეგების შესახებ, რომელიც ჩვენ ამ პროცესში გვაქვს“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, თბილისი ორი დღის განმავლობაში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს მასპინძლობს, რომელშიც ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.