ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს. ელჩებსა და სამხედრო ატაშეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზე და ამ კუთხით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისა და დიპლომატების შეკრების მთავარი მიზანი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების განხორციელების, ასევე განახლებული პაკეტის შესახებ მსჯელობა იყო.

ბიზნესპარტნიორი