ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და საქართველოს წევრობის პერსპექტივა ალიანსში – ამ საკითხებზე ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ჰავიერ კოლომინა თბილისში ვიზიტისას არაერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, მათ შორის ნატო-საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობას კიბერ და საზღვაო უსაფრთხოების სფეროში. მან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფაქტიც შეაფასა და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი ამბავია როგორც საქართველოსთვის, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებისთვის.