ქართული მედიის ყურადღება დღეს ნატოს შტაბბინისკენაა მიმართული.
რა შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება, ანუ არსებითი პაკეტის განახლება, – ეს არის მთავარი თემა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა იენს სტოლტენბერგთან განიხილა. ნატოს გენერალურმა მდივანმა ჩვენი ქვეყანა ორგანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად დაასახელა და თქვა, რომ შესაძლებელია პრაქტიკული ურთიერთობის გაძლიერება. რეგიონში ახალი კონფიგურაციის ფონზე ნატოს მეტი ყურადღება კავკასიისა და შავი ზღვის უსაფრთხოებისკენ, – ამ გზავნილით არის ჩასული ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურ მდივანს კითხვა დაუსვა პირველი არხის ჟურნალისტმა, რომელიც ნატოში საქართველოს წევრობის პერსპექტივას ეხებოდა. ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე მთავარ დავალებად რეფორმები სახელდება.