თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნა. სწავლება 29 მარტის ჩათვლით, „წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ გაიმართება და მასში მონაწილეობას 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი მიიღებს. სწავლების მიზანია საქართველოს, ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლება და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერება. პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ლიკა ალელიშვილი დეტალებით.