ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო სწავლება

ნატო-საქართველოს სამეთაურო საშტაბო სწავლება თბილისში. ღონისძიებას პრემიერი და პრეზიდენტიც დაესწრნენ. ისაუბრეს სწავლებისა და ალიანსის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის. აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო სწავლება მნიშვნელოვანია თავდაცვის ძალების მზადყოფნის გაძლიერებისთვის. სტუმრებმა ასევე მოისმინეს ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის ვიდეომიმართვები. ღონისძიების დაწყებამდე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას.