ნატოს მინისტერიალის შემდეგ აქტუალური ხდება შეკითხვა – რამდენად დააჩქარებს 2014 წელს მიღებული პაკეტის გაფართოება ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესს.
ხელისუფლების პროგნოზები ოპტიმისტურია, გასხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც სკეპტიკურ განწყობას ინარჩუნებს. მმართველი გუნდი განახლებული პაკეტით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ორგანიზაციის წევრობასთან მიახლოებას და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის მკვეთრ ზრდას ელოდება. მსგავს პროგნოზებს „ქართული ოცნება“ მინისტერიალზე მიღებული სტრატეგიული დოკუმენტის ჩანაწერებითაც ამყარებს. მითითებულ ანგარიშში ნატოს ღია კარის პოლიტიკა მკაფიოდ ხაზგასმულია და ამ კონტექსტში საქართველოც ნახსენებია.
სალომე ქოქიაშვილი დაინტერესდა, რა ახალი მიმართულებები დაემატა ექვსი წლის წინ უელსის სამიტზე დამტკიცებულ არსებით პაკეტს.