ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიღებიდან ხუთი წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით გაიმართა სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თავდაცვის მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა ინიციატივების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში. გამომსვლელებს შორის ასევე იყვნენ საქართველოში პოლონეთის ელჩი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციაც, რომელიც საქართველოში ხუთი წლის განმავლობაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების ანგარიშს ასახავდა.