ბოლო ერთ კვირაში საქართველოს ნატოს უკვე მეორე მაღალჩინოსანი სტუმრობს.
სამხრეთ კავკასიაში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი თბილისშია და პოლიტიკურ ჯგუფებს ხვდება. დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი, გაზრდილი რეგიონული რისკები და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებია. ხავიერ კოლომინას მთავარი გზავნილია, რომ ნატომ მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშეა. ნატოს მადრიდის სამიტის მოახლოების ფონზე, ბუნებრივია, სტოლტენბერგის წარმომადგენლის ვიზიტი კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს. შეხვედრებზე შიდა პოლიტიკური სიტუაციაც განიხილება. სხვა საერთაშორისო პარტნიორების მსგავსად, პოლარიზაციის შემცირება კოლომინას ერთ-ერთი მთავარი მოწოდებაა.