მოსკოვს ბრიუსელიდან ამჯერადაც მწვავე განცხადებების მოსმენა მოუხდა.
რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე საპასუხოდ ნატო ორიენტირდება თავდაცვის გაძლიერებაზე და ყველა ქმედება იქნება პროპორციული, – ასეთია გზავნილები თავდაცვის მინისტერიალიდან.
ბრიუსელიდან მოსკოვს ნატო-ს წევრ ქვეყნებზე კიბერშეტევაშიც ადანაშაულებენ. ორგანიზაცია მოსკოვს ასევე მოუწოდებს, გააუქმოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.