ნატო-საქართველო

მოქალაქეების გატაცებების პარალელურად რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასაც განაგრძობს. მორიგი ფაქტი დღეს დაფიქსირდა – რუსული სამხედრო ვერტმფრენები დღეს გორის რაიონის რამდენიმე სოფლის თავზე გამოჩნდნენ და შემდეგ ახალგორისკენ გაფრინდნენ.

უსაფრთხოების გარემოსთვის ზიანის მიმყენებელი ფაქტები – ასეთია სუს-ის შეფასება. მოსკოვის პროვოკაციების ფონზე საქართველო ნატოსგან მორიგ მკაფიო მხარდაჭერას იღებს. ბრიუსელიდან რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, უკან წაიღოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

ქეთევან ქარდავამ დაუსვა კითხვა იენს სტოლტენბერგს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე – ჩართვა ბრიუსელიდან.