შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა ნატოს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის მეთაურის მოადგილემ.
ვიცე-ადმირალმა, ჰერვე ბლეჟანიმ ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს სანაპირო დაცვის განვითარების კუთხით და განაცხადა, რომ ეს პროგრესი აუცილებლად იქნება აღნიშნული ნატოს ივლისის სამიტზე.
ჰერვე ბლეჟანი ასევე შეეხო რუსეთთან ურთიერთობას და განმარტა, რომ ნატო რუსეთს შავ ზღვაში სათანადო პასუხს სცემს.