საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებით შეშფოთებულია ნატო.
ევროკავშირში მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგმა მიიღო. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ხელისუფლებას და ოპოზიციას კრიზისის დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს. „საქართველოს დაწინაურების დრო დადგა“ – ამ გზავნილით მივიდა ქვეყნის პრემიერი ნატოს შტაბ-ბინაში. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა საქართველოს პერსპექტივის შესახებ მნიშვნელოვანი და მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. ალიანსი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება და საქართველო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. სტოლტენბერგმა ნატოს წევრებს საქართველოს პრაქტიკული დახმარებისკენ მოუწოდა.