შალვა პაპუაშვილი თეთრის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც შტატები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს და ხელისუფლებას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველოსთვის უარის თქმის არანაირი მიზეზი არ არსებობს.
ხოლო რაც შეეხება ინსტიტუციურ განვითარებას, მისი თქმით, საქართველო ბევრ, განსაკუთრებით ნატო-ს ახალ წევრ ქვეყნებზე წინ არის, იქნება ეს დემოკრატიის მაჩვენებელი თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. პაპუაშვილის თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება იგვიანებს.