ნატო-ს თავდაცვის მინისტრების ერთობლივი განცხადება

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი ძალების განთავსებაზე შეთანხმდნენ. მინისტრების ერთობლივ განცხადებაში წერია: „რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ყველა მოკავშირის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ განვათავსებთ დამატებით სახმელეთო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო და საჰაერო საშუალებებს და გავზრდით ჩვენი ძალების მზადყოფნას“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, მასშტაბური შედეგები მოჰყვება და მოსკოვს ეს ძვირი დაუჯდება.