მე-12 ბატალიონის მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედროებმა ნატო-ს შეფასების მეორე დონის პროგრამა წარმატებით დაასრულეს. „ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის“ ფარგლებში, სამხედროებმა ბრძანების გაცემის, მოტორიზებული პატრულის, ჩასაფრებაზე რეაგირების, მავთულხლართიანი დაბრკოლების გადალახვის, სამედიცინო ევაკუაციისა და უკან გამოსვლის სავარჯიშოები განახორციელეს. სწავლებაში მონაწილეობა ჯავშანმანქანა „დიდგორმა“ მიიღო.