ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გრძელდება. უკვე განხილული რეზოლუციებისა და ანგარიშების კენჭისყრა დაახლობით ნახევარ საათში დაიწყება. დოკუმენტებში ძირითადი აქცენტი რუსეთიდან მომდინარე აგრესიასა და საფრთხეებზე კეთდება. აქტიურად განიხილება საქართველოს საკითხიც. ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი რეზოლუციის ტექსტის სამუშაო ვერსიაში, დადებით და მნიშვნელოვან კონტექსტში არის მოხსენიებული. ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ ნატო აღიარებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ასევე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას და რომ საქართველო ალიანსის წევრი აუცილებლად უნდა გახდეს.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.