ტრანსატლანტიკური კავშირების და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერება, უკრაინის დახმარება, პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება აზია-წყნარი ოკეანეთის ქვეყნებთან – ამ საკითხებით იყო დატვირთული ნატოს საიუბილეო სამიტი ვაშინგტონში. ჩრდილო ატლანტანტიკური ალიანსის ლიდერებმა და პარტნიორმა ქვეყნებმა სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის 75 წლის იუბილე მის ყველაზე ძლიერ წევრ შეერთებულ შტატებში, ღრმა პოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე აღნიშნეს.
32 მოკავშირის ერთიანობის მიუხედავად, ალიანსში ღია კითხვებად რჩება, თუ ვინ შევა თეთრ სახლში ნოემბრის არჩევნების შემდეგ და როგორი იქნება ვაშინგტონის ევროპული პოლიტიკა.