ნატო-ს კომუნიკე - გამოხმაურებები

ნატო-ს კომუნიკეს ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: „მივესალმები ნატო-ს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ. ინტეგრაციისკენ მიმავალი ჩვენი გზა ნათელია და ძლიერდება ჩვენი პარტნიორების სოლიდარობით“, –ვკითხულობთ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში, გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ნატო-ს კომუნიკეს ეხმაურებიან პოლიტიკოსებიც. მმართველი გუნდის შეფასებით, სამიტის შემდეგ მიღებული დოკუმენტით, ჩვენმა ქვეყანამ ძლიერი და მკაფიო გზავნილები მიიღო. უმრავლესობის ლიდერები აცხადებენ, რომ დოკუმენტი დიდი მხარდაჭერა და სტიმულია. ოპოზიციაში კი განმარტავენ, რომ აუცილებელია ღია კარის პოლიტიკა რეალური გახდეს.

მოამბე