ნახევარ საათში დაიწყება ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში უპრეცედენტო, სამმხრივი შეხვედრა ნატო-საქართველო-უკრაინის უმაღლეს დონეზე.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურები და მთავრობის მეთაურები, უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები.
შეხვედრის მთავარი თემაა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-სთან ურთიერთობის გაღრმავება და თანამშრომლობის გაძლიერება.
შეხვედრის შემდეგ ლიდერები მიიღებენ ერთობლივ ნატო-საქართველოს დოკუმენტს. მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა.