საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოებად ბრიტანეთი და რუმინეთი იმუშავებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ღონისძიება გორში, თეატრის წინ გაიმართა. ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა პროექტები. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩები. დიპლომატები დღესვე გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდებიან.