ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობას ამჯერად ლონდონში განიხილავენ.
ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველმა დიპლომატმა ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებს მიმართა. გამოსვლის ძირითადი ნაწილი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის მძიმე შედეგებზე და უკანონო პატიმრობაში მყოფ ცნობილ ტრავმატოლოგზე საუბარს დაეთმო. გაფრინდაშვილის დაკავება ახსენა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმაც. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და განაგრძობს საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე, – ასეთი გზავნილები მიიღო ნატო-ს ხელმძღვანელობისგან დღეს ქართულმა მხარემ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში. უკვე ხვალ მოვლენების ეპიცენტრში ლონდონში მდებარე „გროვ ჰოტელი“ იქნება, სადაც ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა საიუბილეო სამიტი უნდა გაიხსნას.
ანა ბროლაძე ლონდონიდან.