საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გამო ბრიუსელიდან მოსკოვს დღესაც მიმართეს.
ნატოს გენერალური მდივანი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროების ყოფნას რუსეთის აგრესიული ქცევის ნაწილად აცხადებს. უკვე დასრულდა ნატო-საქართველო-უკრაინის კომისიის ერთობლივი სხდომა, სადაც რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის გარდა ჩვენი ქვეყნისთვის მაპის მინიჭების საკითხზეც ისაუბრეს.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო და ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ნატოს წევრობისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს. იყო მკაფიო მოწოდებებიც ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაზე. ამ მხრივ გამორჩეულია უნგრეთის პირველი დიპლომატის პოზიცია, რომლის მიხედვით ორგანიზაციამ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციაზე კონკრეტული პასუხი უნდა გასცეს.