ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი გრძელდება. დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ავღანეთის მისიაში საქართველოს განსაკუთრებული წვლილის შესახებ ისაუბრებენ. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ბრიუსელში ყურადღება ყველა იმ საკითხზე გამახვილდა, რაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზეა აქტუალური. ამასთან, პარტნიორების მხრიდან გაკეთდა ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი არა ერთი განცხადებაც.
შეგახსენებთ, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გუშინ, ნატო-საქართველო-უკრაინის კომისიის ერთობლივი სხდომის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრაზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე იმსჯელეს.