როგორ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში და რას აპირებს დასავლეთი – ბრიუსელში ნატო-ს საგანგებო მინისტერიალი მიმდინარეობს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები, ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი გმობენ რუსეთის აგრესიას და პუტინს პროცესის დიპლომატიურად მოგვარებისკენ მოუწოდებენ. „ახლა ისტორიული მომენტია ევროკავშირისთვის, რომ იყოს უფრო ერთიანი და ეფექტიანი, განვიხილავთ ყველაფერს, ყველა ვარიანტს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ომს, რომელსაც პუტინი აწარმოებს, უზარმაზარი მსხვერპლი ჰყავს. მინისტერიალის დაწყებამდე კი ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშა, რომ კონფლიქტის გავრცელების შემთხევაში, ნატო-ს ტერიტორიის დასაცავად ყველაფერი გაკეთდება. ნატო-ს საგანგებო მინისტერიალზე ხაზგასმით აღინიშნა თავდასხმა ატომურ სადგურზე. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, კოლეგებს თხოვნით მიმართა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ მეტად დაუჭირონ მხარი პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი, მოლდოვასა და საქართველოს.