ნატოს სტრატეგიული კონცეფცია დამტკიცებულია, ისევე როგორც უკვე ცნობილია სამიტის დეკლარაცია, რომელშიც პარტნიორების დახმარების აუცილებლობაზეა საუბარი. მათ შორის ჩანაწერები საქართველოსაც ეხება. ამ წუთებში იწყება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს.
ირაკლი ღარიბაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ ორმხრივი შეხვედრები გამართა, რომლის შესახებაც ანა ბროლაძე გვაწვდის ინფორმაციას.