რა მოლოდინები აქვთ ნატო-ს სამიტიდან თბილისში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნება საქართველოსთვის კარგი სიგნალია, თუმცა, მათი თქმით, ნატო-სთან დასაახლოვებლად რეფორმების გატარებაა საჭირო, რისი პოლიტიკური ნება „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. მმართველ გუნდში კი ნატო-ს სამიტიდან კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებს ელოდებიან.