სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში, თბილისში ნატო-ს გენერალური მდივანი ჩამოვიდა. იენს სტოლტენბერგი საქართველოს აზერბაიჯანიდან ეწვია, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა. ალიანსის გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ისე პრეზიდენტთან.
მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელსაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
ვიზიტის დეტალებს ანა ბროლაძე გვეტყვის.