ამერიკის თავდაცვის მდივნის შემდეგ საქართველო კიდევ ერთ მაღალი რანგის სტუმარს მასპინძლობს.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი თბილისშია. ჯეიმს აპატურაის შემდეგ ამ პოზიციას ახლა ხავიერ კოლომინა იკავებს, რომელიც თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ დაინიშნა. მაღალი დონის ვიზიტი საოკუპაციო ხაზის მონახულებით დაიწყო. ოკუპაციის მძიმე შედეგები და ადგილზე კიდევ უფრო გამწვავებული ჰუმანიტარული ვითარება ალიანსის მაღალჩინოსანმა პირადად ნახა. სოფელ ოძისში ჩასულმა კოლომინამ საოკუპაციო ხაზთან აგებული ხელოვნური ბარიერები რუსეთის მხრიდან საერთაშორისო შეთანხმების დარღვევად შეაფასა.