ნატო-ს გენერალური მდივნის გზავნილი

მადრიდის სამიტზე ჩვენ გადავტვირთავთ ჩვენს შეკავებას და თავდაცვას, გავაღრმავებთ თანამშრომლობას ჩვენს თანამოაზრე ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირისა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან. განაცხადა ნატო-ს გენმდივანმა მადრიდში, სადაც მონაწილეობა მიიღო ესპანეთის ალიანსში გაწევრიანების 40 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა ესპანეთის მნიშვნელობაზე ალიანსის სიძლიერისთვის და მის განსაკუთრებულ როლზე უკრაინის დახმარების საკითხში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. მისივე თქმით, მადრიდში ივნისში დაგეგმილი ნატო-ს სამიტი იქნება ისტორიული, რადგან განისაზღვრება ალიანსის თავდაცვისა და შეკავების ახალი გეგმა. თავის მხრივ, ესპანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინის გადამწყვეტი მხარდაჭერა ერთადერთი გზაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპასა და მსოფლიოს, ჰქონდეს გარკვეული მომავალი.