„ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი უკრაინაზე ფართომასშტაბიან თავდასხმას გეგმავს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვს უკრაინის საზღვრიდან არ გაუყვანია შეიარაღებული ძალები და მეტიც, რაოდენობას ზრდის. იენს სტოლტენბერგი ს თქმით, არსებობს ვარაუდები, რომ რუსეთი თავდასხმის დასაწყებად საბაბს შექმნის.