ნატო-ს გენერალური მდივნის 2022 წლის ანგარიში და ჩანაწერი საქართველოზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.
„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი არის ნატო-ს მთავარი ინსტრუმენტი საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობისთვის. 2022 წელს მან განაგრძო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და თავსებადობის გაუმჯობესება, რაც მხარს უჭერდა ქვეყნის მზადებას ნატო-ში საბოლოო წევრობისთვის. მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ უზრუნველყოფილმა დაახლოებით 36-მა რეზიდენტმა და მოწვეულმა ექსპერტმა მხარი დაუჭირა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას 2022 წელს, ხოლო საქართველომ წვლილი შეიტანა ნატო-ს რეაგირების ძალებში და ოპერაციაში „ზღვის მცველი“. რაც შეეხება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, ის უცვლელი რჩება.