ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დანამდვილებით არაფრის თქმაა შესაძლებელი, თუმცა, შესამჩნევია რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვართან განგრძობადი სამხედრო გაფართოება, ასევე მოსკოვი არ წყვეტს მუქარის შემცველ რიტორიკას. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი მზადაა, მოუსმინოს რუსეთს; თუმცა, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ რუსეთმა მოახდინა ყირიმის ოკუპაცია, აკონტროლებს დონბასის ნაწილს და არის აგრესორი.