ნატო-ს დღეები ოფიციალურად დღიდან იხსნება. მიღებას მიხეილ ჯანელიძე უმასპინძლებს.
ნატო-ს დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ნატო-ს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება. ღონისძიებები 1 მაისამდე გაგრძელდება.