ნატო-ს 68-ე საპარლამენტო ასამბლეა გრძელდება. დღეს საკომიტეტო ფორმატში ალიანსის წევრებმა რამდენიმე რეზოლუცია და ანგარიში მოამზადეს. ერთ-ერთი რეზოლუციის ტექსტის სამუშაო ვერსიაში, რომელიც დასამტკიცებლად კენჭისყრაზე ხვალ უნდა გავიდეს, საქართველო რამდენჯერმე დადებით და მნიშვნელოვან კონტექსტში არის მოხსენიებული. ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ ნატო აღიარებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ასევე რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას და საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად უნდა გახდეს.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით მადრიდიდან.