მადრიდში ნატო-ს 68-ე საპარლამენტო ასამბლეა გრძელდება. დღევანდელი დღე საკომიტეტო მოსმენებს დაეთმობა და 15-მდე ანგარიში და რამდენიმე რეზოლუცია მომზადდება. მათ შორის არის არის რეზოლუცია სახელწოდებით „რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე“.
გუშინ, 19 ნოემბერს საუბარი შეეხო საქართველოსაც, კომიტეტებზე მნიშვნელოვანი შესწორება შევიდა, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის აგრესიული და დესტრუქციული პოლიტიკა მეზობლების წინააღმდეგ, 2008 წელს, საქართველოზე თავდასხმით დაიწყო.
რა გზავნილები ისმის სამიტზე საქართველოს მიმართ? – სალომე ქოქიაშვილი იმყოფება მადრიდში.