ნატო-მ თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა. საუბარია ექვს ერთეულ სპეციალური კომპლექტაციით აღჭურვილ „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოზე“. ავტომობილებს, რომელიც სხვადასხვა ტიპის საგამოძიებო და კრიმინალური მოკვლევებისთვის საჭირო სპეციალური კომპლექტებითაა აღჭურვილი, თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია სამსახურებრივი საჭიროებებისას გამოიყენებს.
სატრანსპორტო საშუალებების შეძენა ნატო-ს ნდობის ფონდის მიერ განხორციელდა და საერთო ღირებულება 542 ათას ევროს შეადგენს. პროექტის კონტრიბუტორები არიან ლატვია და ავსტრალია.