ბათუმში ნათლისღება შთაფლვის რიტუალით აღინიშნა. შტორმის მიუხედავად, დღესასწაულის დადგომისთანავე მრევლის ნაწილი ზღვაში შევიდა და განბანვის რიტუალი შეასრულა. სანაპიროზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. პარალელურად, ტაძრებში საზეიმო წირვა ჩატარდა.